სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში 17 ნოემბერს ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „ერებს შორის მიმღებლობა და ტოლერანტობა საქართველოს უნივერსიტეტის მაგალითზე“. ლექციის მომხსენებელმა, პროფესორმა ნანა ბურდულმა მიმოიხილა საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება და ქართველებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული ურთიერთობები. ქალბატონმა ნანამ ასევე ისაუბრა საქართველოს უნივერსიტეტში უცხოელ და ქართველ სტუდენტთა ურთიერთობების შესახებ, მან პუბლიკას წარუდგინა უცხოელ სტუდენტებზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა (ქართველების, ნიგერიელებისა და ერაყელების) განწყობების, მიმღებლობისა (მიღების ზონის) და ტოლერანტობის შესწავლა.